ფილიპინების პრეზიდენტის შვილმა სარა დუტერტე-კარპიომ საკუთარი კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტობის პოსტზე წარადგინა
ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს ქალიშვილმა სარა დუტერტე-კარპიომ საკუთარი კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტობის პოსტზე წარადგინა, რითაც დასრულდა თვეების მანძილზე არსებული სპეკულაციები 2022 წლის არჩევნებისთვის მისი გეგმების თაობაზე.
როგორც უცხოური მედია წერს, 43 წლის დუტერტე-კარპიო ვიცე-პრეზიდენტის ჩანაცვლების გზით არჩევნებში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მისი პოლიტიკური პარტია სიის პირველმა კანდიდატმა დატოვა.
არსებული ინფორმაციით, დუტერტე-კაპრიოს გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მოულოდნელი იყო, რადგან ითვლებოდა, რომ იგი მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო.