ფილიპინების პრეზიდენტი – თუ დიქტატორი გავხდები, მესროლეთ

10:38, 23.01.2018

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუერტემ სამხედროებს სთხოვა, ესროლონ, თუ დიქტატორი გახდება.

„თუ მთავრობაში იმაზე დიდ ხანს დავრჩები, ვიდრე კონსტიტუცითაა გათვალისწინებული, მესროლეთ. არ ვხუმრობ. ფილიპინების შეიარაღებულ ძალებს ვთხოვ, დაიცვან კონსტიტუცია“,  – განაცხადა როდრიგო დუტერტემ.

ამ განცხადებით ფილიპინების პრეზიდენტი რამდენიმე გამოცემის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ადგილობრივი მედიის ვერსიით, ფილიპინების პრეზიდენტი კონსტიტუციაში შესწორების შეტანას გეგამავს, რომლის მიხედვითაც მას საპრეზიდენტო ვადის გაგრძელება სურს.

მსგავსი