ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუერტემ სამხედროებს სთხოვა, ესროლონ, თუ დიქტატორი გახდება.
„თუ მთავრობაში იმაზე დიდ ხანს დავრჩები, ვიდრე კონსტიტუცითაა გათვალისწინებული, მესროლეთ. არ ვხუმრობ. ფილიპინების შეიარაღებულ ძალებს ვთხოვ, დაიცვან კონსტიტუცია“, – განაცხადა როდრიგო დუტერტემ.
ამ განცხადებით ფილიპინების პრეზიდენტი რამდენიმე გამოცემის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ადგილობრივი მედიის ვერსიით, ფილიპინების პრეზიდენტი კონსტიტუციაში შესწორების შეტანას გეგამავს, რომლის მიხედვითაც მას საპრეზიდენტო ვადის გაგრძელება სურს.