ფილიპ ლამი ყატარში ადამიანის უფლებების დარღვევას აპროტესტებს და მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავრება #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა უარი თქვა ყატარში გამგზავრებაზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად.
ლამმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით პროტესტს გამოხატავს ყატარში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ამიტომაც არ იქნება ის გერმანიის დელეგაციის შემადგენლობაში.
„მე არ ვიქნები დელეგაციის შემადგენლობაში და არ მინდა გავფრინდე იქ გულშემატკივრის რანგში. ვამჯობინებ ტურნირს სახლიდან ვადევნო თვალი.
ადამიანის უფლებები ყველაზე დიდ როლს უნდა თამაშობდეს მაშინ, როცა ირჩევენ ტურნირის ჩატარების ადგილს. თუ ქვეყანამ, სადაც ამ მხრიც საქმე ძალიან ცუდადაა, მიიღო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, უნდა გავიგოთ ასეთი გადაწყვეტილების კრიტერიუმი.
ასევე, ცხადია, რომ სტაბილურობის საკითხები და ქვეყნის ზომები არ თამაშობდა როლს. მოთამაშეებს აღარ შეუძლიათ თავიდან აიცილონ ამაზე ლაპარაკი“, – განაცხადა 38 წლის გერმანელმა.