პრემიერლიგაში მატჩებს ისევე დაემატება დრო, როგორც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს ხდებოდა #1TVSPORT
პრემიერლიგაში მატჩებს ისევე დაემატება დრო, როგორც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს ხდებოდა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგაში გაიზრდება დამატებული დროის რაოდენობა, – იტყობინება გაზეთი The Guardian-ი. ეს მოხდება იმ წესების მიხედვით, რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს მოქმედებდა.

ძირითად დროს დაემატება დრო, რომელიც დაიხარჯება გოლის აღნიშვნისას. მას აღრიცხავენ მსაჯები.

ასევე გათვალისწინებული იქნება დრო, რომელიც დაიხარჯება 11-მეტრიანსა და თამაშის გაჩერებაზე, რომელიც უკავშირდება გაძევებებს.

ასევე, შეძლებისდაგვარად, მოთამაშეებს დახმარებას მოედნის მიღმა აღმოუჩენენ. გამონაკლისი იქნება შემთხვევები, როცა ტრავმირებულია მეკარე ან ერთი გუნდის ორი მოთამაშე.

იმ გარემოებებში, როცა ფეხბურთელი უარს ამბობს სამედიცინო შემოწმებაზე ან ფეხბურთელი, რომელიც შეგნებულად აყოვნებს თამაშის განახლებას, იღებენ გაფრთხილებას. მსაჯებს ასევე შეახსენეს მოთამაშეების დასჯის შესახებ, რომლებიც არ იცავენ საჭირო მანძილს საჯარიმო დარტყმებისას.