ლა ლიგაში მატჩებს მეტი დრო დაემატება - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტილში #1TVSPORT
ლა ლიგაში მატჩებს მეტი დრო დაემატება - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტილში #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონიდან გაიზრდება მატჩებზე დამატებული დრო.

როგორც გამოცემა Cope იტყობინება, 2023-24 წლების სეზონიდან მოყოლებული ყოველი გატანილი გოლი ერთი კომპენსირებული წუთის ტოლფასი იქნება. თითოეულ შეცვლაზე არბიტრი დაამატებს 30 წამს. გარდა ამისა, დროის ყველა დაკარგვა მკაცრად იქნება გათვალისწინებული.

ელოდებიან, რომ ეს სიახლე მატჩებისთვის საშუალოდ 10 წუთის ან მეტის დამატებას გამოიწვევს, როგორც ეს იყო კატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.

უფრო ადრე ამგვარი სიახლის შემოღების შესახებ გამოაცხადა ინგლისის პრემიერლიგამ.