პრემიერლიგის ხელმძღვანელობა აპირებს წესებში ცვლილებების შეტანას, რომელიც ფეხბურთელთა შეცვლებს შეეხება.
როგორც The Guardian-ი წერს, ლიგას სურს, მომდევნო სეზონიდან უფლება მისცეს ფეხბურთელებს, დროებით დატოვონ მოედანი ტვინის შერყევაზე ეჭვის შემთხვევაში. ლიგამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს თხოვნით, მოიწონის ეს სიახლე.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს პრემიერლიგის წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს საკლუბო ექიმებთან და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შეცვლის დროებითი ხასიათი შეამცირებს ზეწოლას თანამშრომლებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გადაწყვეტილების მიღებაზე.
ახალი წესების თანახმად, თუ გამოკვლევის შედეგად მოთამაშეს ტვინის შერყევა დაუდგინდა, დროებითი ცვლილება სრულფასოვან შეცვლად გადაკეთდება.