ერვე რენარი საფრანგეთის ქალთა ნაკრებს გაწვრთნის #1TVSPORT
ერვე რენარი საფრანგეთის ქალთა ნაკრებს გაწვრთნის #1TVSPORT

ცნობილმა ფრანგმა სპეციალისტმა, ერვე რენარმა საფრანგეთის ქალთა ნაკრები ჩაიბარა. 54 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2024 წლის აგვისტომდეა ძალაში.

რენარის დანიშვნის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

რენარის ხელმძღვანელობით საუდის არაბეთმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მთავარი სენსაცია მოახდინა, როცა მომავალი ჩემპიონი არგენტინა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 2:1 დაამარცხა.

საფრანგეთის ქალთა ნაკრები წელს, ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში. ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები იქნებიან ბრაზილია, იამაიკა და პანამა.