ვან ბასტენი ფეხბურთში სუფთა დროის შემოღებას ემხრობა #1TVSPORT
ვან ბასტენი ფეხბურთში სუფთა დროის შემოღებას ემხრობა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, მარკო ვან ბასტენმა ფეხბურთში სუფთა დროის შემოღების შესაძლებლობაზე ილაპარაკა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს მსაჯებმა მატჩებში მეტი დროის დამატება დაიწყეს, მაგრამ ეს უაზრობაა, რადგან ამ დამატებულ წუთებშიც იყო პაუზები და გაჩერებები.

შესაბამისად, დრო უნდა მიდიოდეს მაშინ, როცა ბურთი თამაშია. მსაჯიც უნდა ადევნებდეს თვალს იმას, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს თამაშში.

ფეხბურთისთვის თვალის დევნება დამღლელი ხდება. ჩემს მეგობრებს ამის საწინააღმდეგოდ ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ, მე კი, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც შემიძლია, საკუთარი აზრი საჯაროდ დავაფიქსირო.

რისკთან დაკავშირებით შეცდომაში ნუ შეხვალთ. თუ ადამიანებისთვის მართლაც უინტერესო იქნება, ისინი სერიალის ან ფილმის ნახვას აირჩევენ, ვიდრე ფეხბურთის ფინალის ყურებას.

ტელეკომპანიები წავლენ ფეხბურთიდან, კლუბები კი მხოლოდ ნაწილობრივ შეადგენენ საკუთარ ბიუჯეტებს სატელევიზიო თანხების გათვალისწინებით“, – ამბობს „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელი.