თბილისში, ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ტრისტან წითელაშვილი დააკავეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მანამდე, ფილარმონიასთან ხუთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა.
„ქართული მარშის“ წარმომადგენლები ფილარმონიასთან 19:00 საათიდან შეიკრიბნენ.
„ახლა პირველ რიგში ჩვენი ხალხის დაკავებას ვაპროტესტებთ. აქციის მიზანია სოლიდარობის გამოცხადება ზაზა სარალიძის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა პირველ არხთან საუბრისას.