ფილარმონიასთან რამდენიმე პირი დააკავეს [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, ფილარმონიის წინ „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მათ პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ხუთი პირი არის დაკავებული.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები ფილარმონიასთან 19:00 საათიდან შეიკრიბნენ.

„ახლა პირველ რიგში ჩვენი ხალხის დაკავებას ვაპროტესტებთ. აქციის მიზანია სოლიდარობის გამოცხადება ზაზა სარალიძის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა პირველ არხთან საუბრისას.