ბექა ნაცვლიშვილის ორგანიზებით ფილარმონიასთან აქცია იმართება
ბექა ნაცვლიშვილის ორგანიზებით ფილარმონიასთან აქცია იმართება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი სხვადასხვა პროფკავშირებთან და „ახალგაზრდა მწვანეებთან“ ერთად თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილების მოთხოვნაა პროპორციული არჩევნების ჩატარება, მშრომელთა უფლებების დაცვა და აზარტულ თამაშებზე უარის თქმა.

ნაცვლიშვილის თქმით, ის ასევე გეგმავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელიც მისი თქმით, მშრომელთა უფლებებს დაიცავს და არჩევნებში სწორედ მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს, თუმცა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა გამორიცხულია.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი საპროტესტო აქციის მიზანია, ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ. აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.