ნოემბრის ტესტების უმთავრესი სენსაცია სერიების ბოლო შეხვედრაში დაფიქსირდა. საფრანგეთმა ფიჯის პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ უმასპინძლა და ანგარიშით 14:21 დამარცხდა. ფრანგები მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილს იკავებენ, ხოლო კუნძულებები კი მეათეზე არიან.
დაპირისპირების პირველი ლელო მე-19 წუთზე სემი რადრადრამ მიითვალა. ხუთიოდ წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს (გირადო). ნახევარი საათის თავზე ფიჯი ტუისოვამ დააწინაურა, თუმცა ტაიმის დასრულებამდე გირადომ დუბლი შეასრულა და ფრანგები გარდასახვის ხარჯზე გავიდნენ წინ – 14:12.
მეორე ტაიმში ლელოს დადება ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. ქულები ზუსტი საჯარიმო დარტყმებით ბენ ვოლავოლამ მოიპოვა (43′, 57′, 81′) და ფიჯის ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
ეს საფრანგეთის და ფიჯის მე-10 დაპირისპირება იყო და წინა ცხრა „მამლების“ გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ფიჯი 2019 წლის მსოფლიო თასზე D ჯგუფში იასპარეზებს. სწორედ ამ ჯგუფში იქნებიან „ბორჯღალოსნებიც“.
დღის სხვა მატჩების შედეგები –
რუმინეთი 20-27 ურუგვაი
საქართველო 20-9 ტონგა
იტალია 3-66 ახალი ზელანდია
რუსეთი 27-32 იაპონია
შოტლანდია 14-9 არგენტინა
ინგლისი 37-18 ავსტრალია
უელსი 20-11 სამხრეთ აფრიკა
ირლანდია 57-14 აშშ