მეტოქე | უელსის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
მეტოქე | უელსის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩს 19 ნოემბერს, კარდიფში, “პრინსიპალითი სთედიუმზე” უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

მეტოქის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა საქართველოსთან თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა. მეტოქის შემადგენლობაში სამი დებიუტანტია. აქედან, ერთი – მესამეხაზელი ჯოშ მაკლოიდი ძირითად შემადგენლობაში იქნება, ხოლო მეორეხაზელი დეფ ჯენკინსი და 9 ნომერი დენ ბლეკერი მარქაფაში.

უელსის ნაკრები

15. ლუსი რის-ზამიტი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯორჯ ნორსი, 12. ოუენ ვოტკინი, 11. ჯოშ ადამსი, 10. რის პრისტლენდი, 9. ტომოს უილიამსი.

1. გარეთ თომასი, 2. კენ ოუენსი, 3. დილონ ლუისი, 4. ბენ კარტერი, 5. ადამ ბირდი, 6. ჯეკ მორგანი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. ჯოშ მაკლოიდი

მარქაფა – 16. ბრედლი რობერტსი, 17. როდრი ჯოუნსი, 18. სემ უეინრაიტსი, 19. დეფ ჯენკინსი, 20. ტაულუპე ფალეტაუ, 21. დენ ბლეკერი, 22. სემ კოსტელო, 23. ლი ჰალპფენი

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა მომავალ მატჩზე კომენტარი გააკეთა: “სათამაში სტილით, საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან, აგრესიულად თამაშობენ შეტევაში და ტრადიციულად, ძლიერები არიან სტატიკურ მდგომარეობაში.

ჩვენთვის მთავარია, ისევე ვითამაშოთ, როგორც არგენტინასთან – გავუფრთხილდეთ ბურთს და არ მივცეთ მეტოქეს ქულების ადვილად მოპოვების შესაძლებლობა. თუ ჩვენს გეგმას განვახორციელებთ, თამაშსაც მოვიგებთ”.