რაგბი | საქართველოს ნაკრები კარდიფშია და უელსთან მატჩისთვის ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების მესამე მატჩს კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. სამოასთან თბილისური მატჩის შემდეგ (19:20), „ბორჯღალოსნები“ უელსში გაემგზავრნენ და პრინციპული მატჩისთვის მზადებას კარდიფში განაგრძობენ.

უელსისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

ვიდეო რაგბის კავშირის ფეისბუკის გვერდიდან