ფესტივალი „საჩუქარი“, ესპანეთის ხელოვნების საბჭოსთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ „უახლესი ესპანური კულტურის ფოკუსს“ საქართველოში
ესპანეთის კულტურის სამინისტროს, ხელოვნების საბჭოსა (Acción Cultural Española (AC/E) და ფესტივალ „საჩუქრის” თანამშრომლობით, გთავაზოთ უახლესი ესპანური საშემსრულებლო ხელოვნების პანორამას თბილისში. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათი თქმით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველო და ესპანეთი კვლავ უკავშირდებიან ერთმანეთს ევროპულ კონტექსტში.
„სახელწოდებით „სხვა იბერია“ გვსურს, გავამყაროთ კავშირები ესპანეთსა და საქართველოს შორის, ასევე ჩვენს წარსულსა და აწმყოს შორის, ტრადიციასა და ავანგარდს შორის და პატივი ვცეთ ქალი ხელოვანების წვლილს თანამედროვე ესპანურ ხელოვნებაში და სცენაზე. ამაზე დაწვრილებით საუბრობს ლორენცო პაპაგალო თავის ესსეში – „სხვა იბერია“. ის ფესტივალის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში დარჩება ჩვენს დედაქალაქში და თავის პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს ადგილობრივ ხელოვანებს, რაც ფესტივალ „საჩუქრის“ უდიდესი მიღწევაა“, – აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ რელიზში.
ესპანეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფოკუსი ოფიციალურად 23 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლის „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ პრემიერით გაიხსნება. 7 ნოემბერს კი გრიბოედოვის თეატრი გთავაზობთ წარმოდგენას „დაცემული ანგელოზი“ (Caída del Cielo) 7 ნოემბერს გრიბოედოვის თეატრში.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართველ პროფესიონალ ხელოვანებსა და სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, უფრო მეტი შეიტყონ ესპანეთის თანამედროვე თეატრალური კულტურის შესახებ და 22-23 აპრილს რეჟისორ დარიოს ფაკალისა და კარლოტა ფერერის კონფერენციას დაესწრონ.
„ესპანურ ფოკუსს“ 16 ნოემბერს მრავალი ჯილდოს მფლობელი თეატრის რეჟისორი, ნატალია მენენდესი, დახურავს. ის ქართული თეატრის კურატორებსა და ხელოვნების მენეჯერებს გააცნობს თავის შეხედულებას ქალაქსა და თეატრს შორის ურთიერთობისა და მიმდინარე კულტურული ურბანიზაციის შესახებ, ასევე ესაუბრება ამ პროცესის შემოქმედებითი კონცეფციის მნიშვნელობაზე.