Facebook-ი დაწყვილებისა და გაცნობის ფუნქციას ამატებს. ამ სიახლის საშუალებით მომხმარებელს პარტნიორის მოძებნა შეეძლება.
სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ აქამდე არსებული მსგავსი გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, F8-ის მიზანი ნამდვილი, ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნა იქნება. ამის მისაღწევად კი Facebook-ი ქსელში მარტოხელად (single) მონიშნულ ადამიანებს მსგავსების ნიშნით დააკავშირებს.
კანდიდატები იქნებიან მეგობრების სიის მიღმა და მომხმარებლის მეგობრები გაცნობის ანკეტას ვერ ნახავენ.
„Facebook-ზე 200 მილიონზე მეტი ადამიანია, ვისაც თავი მარტოხელად აქვს მონიშნული. შესაბამისად, აშკარაა მოქმედების ფართო არეალი. F8 დაეხმარება მათ ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნაში და არ არის განკუთვნილი ერთი ღამის კავშირებისთვის“, – აღნიშნა ცუკერბერგმა.
მისივე თქმით, ეს სიახლე მომხმარებელს Facebook-ზე უფრო დიდხანს ამყოფებს, რითაც ქსელის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.
F8-ის ფუნქცია რამდენიმე თვეში ამუშავდება. მარკ ცუკერბერგის ამ განცხადების შემდეგ, ონლაინ-გაცნობის სერვისის Tinder-ის აქციები 18%-ით დაეცა.