კალიფორნიაში, ამერიკული კომპანია „ფეისბუქის“ ოფისში სავარაუდოდ ზარინის შემცველი ამანათი მიიღეს. ნერვულ აგენტთან, ზარინთან შესაძლო კონტაქტის გამო ორი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
მომხდარის შემდეგ განხორციელდა ხალხის ევაკუაცია ოთხი შენობიდან, რომელშიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფისებია განთავსებული.
როგორც კომპანიის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, „ფეისბუქის“ ოფისში მისული ყველა წერილსა და ამანათს საშიში ნივთიერების გამოსავლენად სპეციალურ მანქანაში ატარებენ. ამჟამად ოთხი შენობიდან სამი უკვე შემოწმებულია.
ამ დრომდე ევაკუირებული რჩება მეოთხე შენობა. გამოძიებაში ჩართულია შშ-ის გამოძიების ფედერალური სამსახური.
ზარინი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ქიმიურ იარაღს წარმოადგენს.