„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა.
კომპანია „ფეისბუქის“ ცნობით, მარტში საქართველოდან წაიშალა „ფეისბუქის“ 23 ანგარიში, 12 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 11 ანგარიში, რომლებიც მიმართული იყო შიდა აუდიტორიაზე. აღნიშნული გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წაშალა.
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გამოძიებამ დაადგინა აღნიშნული გვერდებისა და ანგარიშების კავშირი „ქართულ მარშთან“ და მათ ახალგაზრდულ ფრთასთან ასოცირებულ პირებთან.
მარტში კომპანია „ფეისბუქმა“ წაშალა ანგარიშები და გვერდები სულ 11 ქვეყნიდან, მათ შორის, ალბანეთიდან, ირანიდან, ესპანეთიდან, არგენტინიდან, ეგვიპტიდან, ისრაელიდან და მექსიკიდან.