„ფეისბუქი“ რუსული, ირანული და ჩინური მედიაორგანიზაციების სახელმწიფო მედიის სტატუსით ეტიკეტირებას დაიწყებს
„ფეისბუქი“ რუსული, ირანული და ჩინური მედიაორგანიზაციების ეტიკეტირებას დაიწყებს. „როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი რუსული „სპუტნიკის“, ირანული „პრესტივის“ და ჩინური „სინხუას“ ეტიკეტირებას სახელმწიფო მედიის სტატუსით მოახდენს, ზაფხულის ბოლოდან კი დაბლოკავს სახელმწიფოს კონტროლირებული ორგანიზაციების ნებისმიერ რეკლამას, რომელთა სამიზნე ამერიკელი მომხმარებლები იქნებიან.
კომპანია თავიდანვე გამოიყენებს ეტიკეტს დაახლოებით 200 გვერდზე. ეტიკეტირება არ შეეხებათ ამერიკაში დაფუძნებულ ორგანიზაციებს.
ახალი ღონისძიება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწესდება.