ფატი ბარჯაძე - თბილისს სჭირდება ცოდნა, პარტია „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ დაკომპლექტებულია გუნდისაგან, რომელიც სრულად ფლობს ამ ცოდნას
ფატი ბარჯაძე - თბილისს სჭირდება ცოდნა, პარტია „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ დაკომპლექტებულია გუნდისაგან, რომელიც სრულად ფლობს ამ ცოდნას

თბილისს სჭირდება ცოდნა, ჩვენი პარტია „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ დაკომპლექტებულია გუნდისაგან, რომელიც სრულად ფლობს ამ ცოდნას, – ამის შესახებ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ფატი ბარჯაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, 10 პარტიას შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

როგორც ფატი ბარჯაძემ აღნიშნა, დღეს ქალაქში ძირითადი გამოკვეთილი პრობლემა არის ქაოსური მშენებლობები და ისტორიული თბილისი.

„მთლიანად ვართ კონცენტრირებული თბილისის საჭიროებების შესახებ, გამოკვეთილი გვაქვს კონკრეტული მიმართულებები რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ქალაქს, რომლის მოგვარების შემდგომ ჩვენი ქალაქის მოსახლეობა თავის თავზე იგრძნობს ამ მოგვარების შედეგს. ძირითადი გამოკვეთილი პრობლემა არის ქაოსური მშენებლობა და მეორე მხრივ, ისტორიული თბილისი, რომელიც თავზე გვენგრევა. პრობლემა, რომელიც უზარმაზარ შესაძლებლობას გვაძლევს, დაბინძურებული გარემო, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე მოქმედებს, თითოეულ ჩვენს ოჯახის წევრთან დარწმუნებული ვარ, გაუვლია ამ დაბინძურებული გარემოს ზემოქმედების შედეგს, გვყავს ბავშვები და მოხუცები, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები, გვჭირდება რომ გავწმინდოთ მტკვარი, ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ და ქალაქს უნდა მივხედოთ. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ეს“, – განაცხადა ფატი ბარჯაძემ.

საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები იმართება. მასში ათი პარტია მონაწილეობს – „მესამე ძალა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.