„ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინის სამი დოზით აცრას „ომიკრონის“ შტამის განეიტრალება შეუძლია
„ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინის სამი დოზით აცრას „ომიკრონის“ შტამის განეიტრალება შეუძლია

კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინის სამდოზიან კურსს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაქცინის ორი დოზით აცრის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს შედარებით დაბალი გამანეიტრალებელი შესაძლებლობა აქვთ ახალი შტამის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც სამი დოზით აცრის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულბის დაცვის უნარი 25-ჯერ იზრდება.

კომპანიებში აცხადებენ, რომ ვაქცინის სამდოზიან კურსს ახალი შტამის მიმართ დაცვის ისეთივე შესაძლებლობა აქვს, როგორიც ორდოზიან კურსს კორონავირუსის სხვა ვარიანტების წინააღმდეგ. ამასთან, კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კორონავირუსის ახალი შტამის გართულებებისგან მაინც იქნებიან დაცულები.