„ფაინენშელ თაიმსი“ - „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ჩინეთის ინვესტიციები რუსეთში ნულამდე ეცემა
„ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ჩინეთმა რუსეთში ინვესტიციები შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გლობალური ინიციატივის ფარგლებში, ჩინეთის ინვესტიცია რუსეთში პროგრამის არსებობის განმავლობაში პირველად, ნულამდე დაეცა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთში ინვესტიციების შენელებით, ჩინეთმა გააღრმავა ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთთან.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ომის ფონზე პეკინს სანქციების ქვეშ მოქცევა არ სურს.
ექსპერტების მტკიცებით, ინვესტიციების ვარდნა შეიძლება, მხოლოდ დროებითი იყოს, რადგან რუსეთსა და ჩინეთს შორის ნამდვილად არის „ძლიერი ურთიერთქმედება“. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიუხედავად, ჩინეთმა რუსული ენერგორესურსების შესყიდვები გაზარდა.