ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე ისრაელშია
ევროვიზიის 2019 წლის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე ისრაელშია. კონკურსის მასპინძელ ქალაქში, თელ-ავივში ფოსთქარდების გადაღება მიმდინარეობს. 2019 წლის ევროვიზიის ფოსთქარდების თემატიკა ცეკვაა. სპეციალურად მომზადებულ ვიდეორგოლში 41-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იცეკვებს და საკუთარ შესაძლებლობებს ევროპელ მაყურებელს აჩვენებს.
30-წამიან ვიდეორგოლს მაყურებელი პირველად 14 მაისს იხილავს, ვიდრე ქართველი კონკურსანტი მაყურებლის წინაშე წარდგება.
შეგახსენებთ, ევროვიზიის 2019 წლის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალური ტურები 14 და 16 მაისს, ხოლო გრანდიოზული ფინალი 18 მაისს გაიმართება.