„ევროსტატი“ - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჟურნალისტთა რაოდენობა 10 %-ით გაიზარდა
„ევროსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2017 წლის განმავლობაში თითქმის ერთი მილიონი ადამიანი მუშაობდა ჟურნალისტის, მწერლისა და ლინგვისტის პროფესიით, მათი ნახევარი კი ჟურნალისტია.
„ევროსტატის“ მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჟურნალისტთა რაოდენობა 10 პროცენტით გაიზარდა.
საერთო ჯამში, 2017 წელს 1,2 მილიონი ადამიანი მუშაობდა საგამომცემლო სფეროში, 400 ათასი კი სხვა სფეროებში, როგორიცაა მაგალითად, მონაცემთა გადამუშავება და საინფორმაციო სააგენტოები.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი ესტონეთსა და შვეიცარიაშია დარეგისტრირებული . ჩამონათვალს მოსდევს ნიდერლანდები, ფინეთი და გერმანია.