ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩი აირჩიეს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩი აირჩიეს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩი აირჩიეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 229 დეპუტატიდან მიატოვიჩს მხარი 107-მა დაუჭირა.  კომისარი 6 წლის ვადით იქნა არჩეული. დუნია მიატოვიჩი უფლებამოსილების შესრულებას პირველი აპრილიდან შეუდგება.

მიატოვიჩი 2010-2017 წლებში მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელი იყო.

ადამიანის უფლებათა კომისრად არჩევამდე, ერთი დღით ადრე მიატოვიჩს პირველი არხის ჟურნალისტი ესაუბრა.

როგორც მიატოვიჩმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტი უმნიშვნელოვანესი და ძალიან საპასუხისმგებლო პოსტია.