დუნია მიატოვიჩი - აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა არის ილუსტრაცია იმ განმეორებითი საფრთხეებისა, რომლებიც საქართველოში ლგბტი პირთა წინაშე დგას
„თბილისი პრაიდზე“ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა არის საშინელი ილუსტრაცია იმ განმეორებითი საფრთხეებისა, რომლებიც საქართველოში ლგბტი პირების წინაშე დგას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება, დასაჯოს თავდამსხმელები.
„თბილისი პრაიდზე“ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა არის საშინელი ილუსტრაცია იმ განმეორებითი საფრთხეებისა, რომლებიც საქართველოში ლგბტი პირების წინაშე დგას.
ხელისუფლებას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულება, რათა უზრუნველყოს თავისუფალი შეკრების და გამოხატვის უფლება, აგრეთვე უზრუნველყოს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება, დასაჯოს თავდამსხმელები“, – წერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.