„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ხობში მოსახლეობას შეხვდა
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ხობში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ მოსახლეობისგან მათ წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა.

დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ხობში შეხვდა. „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, განსაკუთრებით აწუხებს ფაროსანას მიერ განადგურებული თხილის მოსავალი და ამის გამო ბანკებთან შექმნილი დავალიანების პრობლემა.

მათივე ინფორმაციით, რეგიონის მთავარი პრობლემა საქართველოს სხვა რაიონების მსგავსად, უმუშევრობა და უპერსპექტივობის განცდაა.