„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო
თბილისში, რუსთაველის ძეგლთან ბლოკი „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ ორგანიზებით პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო. გამოფენა მიმოიხილავს ისეთ თემებს როგორიცაა, დამოუკიდებლობის გამოცხადება, რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება და არჩევნები.
„დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. ჩემთვის ესაა ყველაზე ბედნიერი დღე და მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო. ესაა შეხსენება ჩვენი თავისუფლების და თავისუფლებისთვის ბრძოლის. ჩვენთან ასეა ხოლმე, ხელისუფლებაში მყოფი ძალა ზეიმობს და ყველა სხვა დანარჩენი უყურებს. არადა ესაა ერთობლივი ზეიმი, რადგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო ზეპარტიული ამოცანა. მიხარია, რომ შარშან დავამკვიდრეთ ტრადიცია, 1918-1921 წლების ამსახველ გამოფენას ჩვენი ძალებით ვრთავთ სადღესასწაულო ღონისძიებებში. ბევრი ადამიანი ჩერდება, ეცნობა ფოტომასალასა და ისტორიას. სამწუხაროდ, ოფიციალური ღონისძიებებიდან ეს თემატიკა ამოღებულია, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია. 26 მაისს უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ ერთობლივად ვზეიმობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას“,- განაცხადა გიგი უგულავამ.