"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, პანკისის სპეცოპერაციის შესახებ დეტალები გაასაჯაროვოს
"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, პანკისის სპეცოპერაციის შესახებ დეტალები გაასაჯაროვოს

“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მეტი დეტალები გაასაჯაროვოს. ირმა ნადირაშვილი კონკრეტულად 19 წლის დაჭრილი პირის, თემირლან მაჩალიკაშვილის  ეპიზოდის გასაჯაროვებას ითხოვს.

პარტიაში ამბობენ, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რით დასტურდება ამ ახალგაზრდის კავშირი ჩატაევთან, ასევე, მისი სირიასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი მასალები წარადგინოს.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება თავს აარიდებს პასუხებს და საზოგადოებას არ მიაწვდია საჭირო ინფორმაციას, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.

სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სუს-მა სოპეცოპერაცია დუისში გუშინ ჩააატარა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.