ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ყაზახეთში იმყოფება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ყაზახეთში იმყოფება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორდღიანი ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს ხვდება.

ევროკავშირი და ყაზახეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ლიდერებმა ორმხრივი ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ურთიერთოების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირისა და ყაზახეთის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების შემდგომ და სრულ იმპლემენტაციაზე, ისევე როგორც ევროკავშირის სტრატეგიასა და ახალ ინიციატივებზე ცენტრალურ აზიაში.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროკავშირი ყაზახეთის მთავარი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია.

ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს არსებულ პოტენციალს მწვანე ეკონომიკის, ენერგოეფექტურობის გაციფრულებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილეს შესაძლებლობები ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებთან და მის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს არსებული სატრანსპორტო დერეფნების გაფართოებასა და განვითარებას.

ასევე იგეგმება ცენტრალური აზიის ლიდერთა შეხვედრა, რომელსაც შარლ მიშელი დაესწრება. ხვალ კი, შარლ მიშელი უზბეკეთს ეწვევა.