ევროპული საბჭო - ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას
ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას და ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად არსებული გამოწვევების გადაჭრაში“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.
ამასთან, დასკვნაში წერია, რომ ევროკავშირი აკვირდება საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოუწოდებს.