„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თელავში პარტიის აქტივისტის შვილის გატაცების თაობაზე გუშინ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და ეჭვობენ, რომ პარტიის წევრი პოლიციამ დააშინა
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თელავში პარტიის აქტივისტის შვილის გატაცების თაობაზე გუშინ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და ეჭვობენ, რომ პარტიის წევრი პოლიციამ დააშინა

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თელავში პარტიის აქტივისტის შვილის გატაცების თაობაზე გუშინ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და ეჭვობენ, რომ პარტიის წევრი პოლიციამ დააშინა.

როგორც პარტიის წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა, პარტიის წევრმა სიიდან ამოღების თხოვნით მიმართა და ამის მიზეზად ოჯახის უსაფრთხოება დაასახელა.

„დაკითხვიდან გამოსულებმა უარყვეს გატაცების ფაქტი და გარკვეულწილად გაუგებრობა უწოდეს, აქედან გამომდინარე კანდიდატმა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ სიით უნდა გასულიყო, მან უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე. რაც კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ ფაქტის რომ ამ კრიმინალური გარჩევებიდან გამომდინარე მათ ვერ აღიარეს და ვერ თქვეს ის მდგომარეობა, რაც სინამდვილეში იყო. არსებობს კადრები, რომელიც მათი პოლიციიდან გამოსვლიდან არის ჩანაწერები, სადაც ისინი გაუგებრობას უწოდებენ ამ ყოველივეს. დედა მადლობას უხდის სამართალდამცველებს, რადგან შვილი დაუბრუნეს, თუ არაფერი არ მომხდარა, ასეთ შემთხვევაში რატომ ამახვილებს ყურადღებას შვილის დაბრუნებაზე. ამიტომ ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ დამადასტურებელი გახდა ის ფაქტი, რომ იყო როგორც მინიმუმ კრიმინალური გარჩევა, რომელსაც სამწუხაროდ, მთელი საქართველო აქვს მოცული და გარკვეულწილად „ქართული ოცნება“ ამ ვითარებას იყენებს ძალაუფლების მითვისებისთვის, დასკვნები კი საზოგადოებისთვის მიგვინდია“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

მისივე თქმით, გუშინ პარტიის ოფისში დარეკა გატაცებულის დედამ და თქვა, რომ მისი შვილი გაიტაცეს და სწორედ ამიტომ ჩატარდა ბრიფინგი.

„ლოგიკურად რომ მივყვეთ, პირველად, როდესაც შვილი ახორციელებს დედასთან ზარს და ამბობს, რომ გამიტაცეს, დედამ შემდგომ მოგვმართა ჩვენ რეაგირებისთვის და ეს რეაგირება იყო აბსოლუტურდ სწორი. განგაშის ატეხვის შემდგომ ეს ბიჭი მოიყვანეს. დედაც და შვილიც ყავდათ პოლიციაში, ჯერ კიდევ დაკითხვა არ იყო დასრულებული, როდესაც პოლიციელი გამოვიდა და იქ მყოფებს უთხრა, რომ არაფერი არ მომხდარა ისეთი, ყოფილა ბიძასთან. ეს განცხადებაც კი, საეჭვოა, პოლიციელი რატომ აკეთებს ამ განცხადებას. დედა გამოდის და მადლობას ეუბნება პოლიციას, რომ შვილი დამიბრინეთო, თუ ეს შვილი ბიძასთან იყო, აქ სამადლობელი რა იყო. შემდგომ უკვე ეს ქალბატონი აკეთებს ამ განაცხადს, რომ მას არ უნდა იყოს „ევროპული საქართველოს“ სიაში და იყაროს კენჭი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ეჭვს, რომ ის დააშინეს ამ როგორც მინიმუმ, უარი ათქმევინეს სიაში ყოფნაზე და მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა მისი პრობლემები არ გაგრძელებულიყო“, – განაცხადა დამენიამ.

19 წლის ზაქრო ქუსრაშვილის გატაცების შესახებ ინფორმაცია პარტია „ევროპულმა საქართველომ“ და მისი ოჯახის წევრებმა გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაავრცელეს და ზაქრო ქუსრაშვილის გატაცებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაადანაშაულეს.

პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზაქრო ქუსრაშვლის მეზობლის, დავით კუპრაშვილის გამოკითხვა, რომელსაც ოჯახი ერთ-ერთ გამტაცებლად ასახელებდა.

ზაქრო ქუსრაშვილის დედამ, ნინო გალახვარიძემ, 26 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაიტაცეს. დედამ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა.

ამასთან,  „ევროპული საქართველოს“ წევრის შვილი, რომელზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს, თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა. ამის შესახებ 19 წლის ზაქრო ქუსრაშვილმა თავად განაცხადა.