„ევროპული საქართველოს“ ბრალდება

პარტია „ევროპული საქართველოდან“ თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ნინო გალახვარიძე შვილის გატაცებაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, მომხდარი მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი შვილი „ქართულ ოცნებასთან“ ახლო ურთიერთობაში მყოფმა პირებმა გაიტაცეს. ინფორმაცია მიწოდებული აქვს პოლიციას. როგორც პარტიაში აცხადებენ, პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს უნდა დაეკისროს.

 

დატოვე კომენტარი