ევროპის წამლის სააგენტომ კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა
ევროპის წამლის სააგენტომ კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში ევროპის ქვეყნებში ვაქცინაცია დაიწყება.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსახლეობის ვაქვინაცია სავარაუდოდ 27 დეკემბრიდან დაიწყება.
მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინა დაამტკიცა ბრიტანეთი იყო, რომელმაც დაახლოებით ორი კვირის წინ მოსახელობის ვაქცინაცია დაიწყო. „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომაც.