ევროპის წამლის სააგენტო „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას სავარაუდოდ 21 დეკემბერს მიანიჭებს ავტორიზაციას
ევროპის წამლის სააგენტო კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაციას სავარაუდოდ 21 დეკემბერს მიანიჭებს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს ნიშნავს, რომ ევროპელები ვაქცინის პირველ დოზას შობის დღესასწაულის პერიოდში გაიკეთებენ.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის თქმით, ვაქცინის დამტკიცებიდან 72 საათში გერმანია მოსახლეობის ვაქცინაციას დაიწყებს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა, ბრიტანეთი იყო. ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა ასევე კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.