ევროპის საინვესტიციო ბანკის გლობალური დირექტორი ლიონელ რაპაი - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ეძღვნება დაკავშირებადობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას, დაკავშირებადობა ძირითადი გამოწვევაა
ევროპის საინვესტიციო ბანკის გლობალური დირექტორი ლიონელ რაპაი - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ეძღვნება დაკავშირებადობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას, დაკავშირებადობა ძირითადი გამოწვევაა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ეძღვნება დაკავშირებადობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) აქვს მრავალი პროექტი საქართველოში დაკავშირებულობის ხელშეწყობის მიზნით, ესაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, განახლებადი ენერგიის პროექტი და სხვა, – ამის შესახებ განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის გლობალურმა დირექტორმა, ლიონელ რაპაიმ, რომელმაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ უზრუნველვყავით 4,000,000 ევროზე მეტი დაფინანსება ევროკავშირის მხარდაჭერით. დაკავშირებადობა ძირითადი გამოწვევაა, თუ როგორ უზრუნველვყოთ სათანადო კავშირი. ის მოიცავს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამიტომ ადეკვატური ფინანსური მხარდაჭერის მოძიება არის აუცილებელი“, – აღნიშნა ლიონელ რაპაიმ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.