ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ დავაბანდებთ ინვესტიციებს სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებაში და უკეთეს დაკავშირებადობაში საქართველოსთან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ დავაბანდებთ ინვესტიციებს სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებაში და უკეთეს დაკავშირებადობაში საქართველოსთან

ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, რომელიც გასულ ოქტომბერში დავდეთ, დავდგებით სომხეთის გვერდით და ამავე დრო დავსახავთ ხედვას ჩვენი მომავალი პარტნიორობისთვის, სწორედ ამას განვიხილავთ დღეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ამ წუთებში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელთან, ჯოზეფ ბორელთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან მართავს შეხვედრას.

მისივე თქმით, ევროკავშირი ინვესტიციებს დააბანდებს საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, შავი ზღვის ელექტროკაბელში.

„ეს ხედვა იქნება გამყარებული მედეგობისა და ზრდის გეგმით სომხეთისთვის, რაც მოიცავს 270 მილიონი ევროს ოდენობით გრანტებს სომხეთისთვის მომდევნო ოთხ წელიწადში. ჩვენ დავაბანდებთ ინვესტიციას, რათა სომხეთის ეკონომიკა და საზოგადოება უფრო ძლიერი და შოკების მიმართ რეზისტენტული იყოს. ჩვენ მხარს დავუჭერთ სომხურ ბიზნესს, თქვენს ტალანტებს, კერძოდ, მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა დავეხმაროთ მათ ზრდასა და ახალ ბაზრებთან წვდომაში. ჩვენ ინვესტიციებს დავაბანდებთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მაგალითად, შავი ზღვის ელექტროკაბელში, რაც არის გამოწვევებით სავსე მარშრუტი და მას შეუძლია, სუფთა და განახლებადი ენერგია ჩაიტანოს ევროპაში. ჩვენ მზად ვართ ამ პროექტის მხარდასაჭერად. პარალელურად, ჩვენ დავაბანდებთ ინვესტიციებს სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებაში და უკეთეს დაკავშირებადობაში საქართველოსთან. ჩვენ ასევე განვიხილავთ ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტირებას მაშინ, როდესაც ამის პირობების იარსებებს. ამ კონტექსტში მე მივესალმები სომხეთის ინიციატივას, რომლის სახელწოდებაა „მშვიდობის გზაჯვარედინი“. ჩვენ დღეს გამოვალთ ახალი ზომებით საავიაციო და ბირთვული უსაფრთხოებისთვის და ვაჭრობის დივერსიფიცირებისთვის“, – განაცხადა ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირის განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას სომხეთში რჩევებით, ტექნიკური მხარდაჭერით და დაფინანსებით.

„ცხადია, ევროკავშირის განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას სომხეთში რჩევებით, ტექნიკური მხარდაჭერით და დაფინანსებით. ამ კონტექსტში, მინდა, მოგილოცოთ ის წარმატება, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ დემოკრატიული რეფორმების გატარების ძალისხმევაში და ეს მოახერხეთ მიუხედავად გამოწვევებისა. მე ასევე მივესალმები იმ ზომებს, რომელიც სომხეთმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ჩვენი სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღმოსაფხვრელად. კერძოდ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლეტალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები არ მოხვდეს რუსი სამხედროების ხელში. ეს აჩვენებს რომ ევროკავშირის და სომხეთის თანხვედრა იზრდება, ღირებულებებისა და ინტერესების კუთხით. ჩვენ არ გვავიწყდება გადაადგილებული ყარაბაღელი სომხების გაჭირვება, ლტოლვილების ჰუმანიტარული მდგომარეობა სომხეთში პრიორიტეტად რჩება. გასული წლის სექტემბრიდან ჩვენ ლტოლვილთა მხარდასაჭერად 30 მილიონზე მეტი ევრო გამოვყავით და ჩვენ მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ ლტოლვილთა გრძელვადიანი ინტეგრაციისთვის.

ევროპა და სომხეთი იზიარებენ ხანგრძლივ და საერთო ისტორიას. დრო მოვიდა ახალი თავი დავწეროთ და ამ კუთხით მოხარული ვარ, რომ გვაქვს აშშ-ის იმედი, როგორც ერთგული და თანამოაზრე პარტნიორისა ამ ძალისხმევაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სომხეთის მომავლისთვის სტაბილურ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – აღნიშნა ლაიენმა.