ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდებიან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს, რომელსაც სანდრო რაქვიაშვილი, ანა ბუჩუკური და გიორგი ვაშაძე ესწრებიან.
დღის განმავლობაში დელეგაციის წევრები შეხვდებიან სხვა ოპოზიციური პარტიისა და მმართველი გუნდის ლიდერებს.
კომიტეტის წევრები ქართველი პოლიტიკოსებისგან ინფორმაციას მოისმენენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რის შემდეგაც ანგარიშს მოამზადებენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.