ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები - მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფრაქციას, არ დაუჭირონ მხარი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს
„ხალხის ძალის“ ფრაქციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის შესაბამისობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ განაცხადეს.
მომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოში პოლიტიკურ ფრაქციებს, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
„მოვუწოდებთ საქართველოში ყველა სხვა პოლიტიკურ ფრაქციას, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელსაც მიღების შემთხვევაში, შემზღუდავი ეფექტი ექნება“, – აღნიშნავენ მომხსენებლები.