ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები – მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფრაქციას, არ დაუჭირონ მხარი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს
„ხალხის ძალის“ ფრაქციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის შესაბამისობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ განაცხადეს.
მომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოში პოლიტიკურ ფრაქციებს, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
„მოვუწოდებთ საქართველოში ყველა სხვა პოლიტიკურ ფრაქციას, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელსაც მიღების შემთხვევაში, შემზღუდავი ეფექტი ექნება“, – აღნიშნავენ მომხსენებლები.
The draft law “On Transparency of Foreign Influence” that was tabled by the People’s Power Faction raises several concerns with regard to its compatibility with democratic and Human Rights standards, said PACE rapporteurs on Georgia @claude_kern and @editeestrela.
— PACE (@PACE_News) February 16, 2023