ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგე - გილოცავთ ქართული ენის დღეს, ამ თარიღს ისტორიული მნიშვნელობა აქვს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგე ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს.
როგორც ბიორნ ბერგე „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ამ თარიღს ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
„გილოცავთ ქართული ენის დღეს – 14 აპრილს. ამ თარიღს ისტორიული მნიშვნელობა აქვს – 1978 წელს საბჭოთა კავშირის მცდელობას, გაეუქმებინათ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი, ქართველების მასობრივი პროტესტი მოჰყვა და მათი გამარჯვებით დასრულდა“, – წერს ბიორნ ბერგე.