ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგე – გილოცავთ ქართული ენის დღეს, ამ თარიღს ისტორიული მნიშვნელობა აქვს

12:41, 14.04.2023

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგე ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს.

როგორც ბიორნ ბერგე „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ამ თარიღს ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

„გილოცავთ ქართული ენის დღეს – 14 აპრილს. ამ თარიღს ისტორიული მნიშვნელობა აქვს – 1978 წელს საბჭოთა კავშირის მცდელობას, გაეუქმებინათ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი, ქართველების მასობრივი პროტესტი მოჰყვა და მათი გამარჯვებით დასრულდა“, – წერს ბიორნ ბერგე.

მსგავსი