ევროპის რამდენიმე ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე მომუშავე კომპანია „ასტრაზენეკასთან“ ხელშეკრულება გააფორმა
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე მომუშავე კომპანია „ასტრაზენეკასთან“ ხელშეკრულება გააფორმა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო შესაძლო ვაქცინის 400 მილიონ დოზას მიიღებენ.
„ასტრაზენეკა“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს. კომპანიის განცხადებით ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება. იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანზამ შეთანხმების შესახებ განცხადება „ფეისბუქის“ მეშვეობით გააკეთა.
„დღევანდელი შეთანხმება იტალიისა და ევროპისთვის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯია. „კოვიდ-19“-ის პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ვაქცინას შეუძლია“, – წერს სპერანზა.