ევროპის ქვეყნებს შტორმი „კიარა“ დაატყდა თავს.
ამინდის მკვეთრი გაუარესების და ძლიერი წვიმის გამო, ევროპაში საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეფერხდა.
შეზღუდვები დაწესდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც, სკოლები კი დაიხურა.
გერმანიაში სავარაუდოდ ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს მიაღწევს. ფრანკფურტის აეროპორტში 100-მდე ფრენა გაუქმდა.
რკინიგზის ეროვნულმა ოპერატორმა, „დოიჩე ბანმა“ შორ მანძილზე დაგეგმილი რეისები გააუქმა.
ამასთან, ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ათობით შიდა და საერთშორისო ფრენა გააუქმეს. შოტლანდიაში ბარის სახურავის დანგრევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა. განსაკუთრებით რთული ვითარება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში იქნება.
ნიდერლანდებში ქარის სიჩქარემ უკვე მიაღწია საათში 100 კილომეტრს. ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ყველა მატჩი გააუქმა.