ევროპის ძიუდოს კავშირი - „ნუ გააბრაზებთ მსოფლიო ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს“
ევროპის ძიუდოს კავშირმა ქართველ სპორტსმენს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ორიგინალურად მიულოცა.
ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ლუხუმ ჩხვიმიანის ფოტო, წარწერით „ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური?“. ფოტოს კომენტარში ნათქვამია – „ნუ გააბრაზებთ მსოფლიო ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს“.
ლუხუმ ჩხვიმიანმა ჩემპიონატზე 60 კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი 25 აგვიტოს მოიპოვა.