ევროპის ძიუდოს კავშირი – „ნუ გააბრაზებთ მსოფლიო ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს“

16:17, 28.08.2019

ევროპის ძიუდოს კავშირმა ქართველ სპორტსმენს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ორიგინალურად მიულოცა.

ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ლუხუმ ჩხვიმიანის ფოტო, წარწერით „ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური?“. ფოტოს კომენტარში ნათქვამია – „ნუ გააბრაზებთ მსოფლიო ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს“.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ჩემპიონატზე 60 კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი 25 აგვიტოს მოიპოვა.

მსგავსი