ევროპის ცენტრალური ბანკი ხუთი წლის განმავლობაში პირველად საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს
ევროპის ცენტრალური ბანკი ხუთი წლის განმავლობაში პირველად საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. ამის შესახებ განცხადება ბანკმა 6 ივნისს გამოაქვეყნა.
გავრცელებული ცნობით, საპროცენტო განაკვეთი ევროზონაში ოთხი პროცენტიდან 3,75%-მდე შემცირდება. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესებულია, რაც საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, კრისტინ ლაგარდის თქმით, ევროზონაში ინფლაცია მომდევნო წელსაც ორ პროცენტზე მაღალ ნიშნულზე დარჩება. კერძოდ, 2024 წელს ინფლაცია, სავარაუდოდ, 2,5% იქნება, ხოლო 2025 წელს – 2,2%.
კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკას „საკმაოდ შეზღუდულად დატოვებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, რათა ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე, ანუ ორ პროცენტამდე შეამციროს. მანამდე საპროცენტო განაკვეთები კანადამ, შვედეთმა და შვეიცარიამ შეამცირეს.