ირაკლი ღარიბაშვილი - პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო, ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი გვაქვს
ირაკლი ღარიბაშვილი - პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო, ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი გვაქვს

ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის, ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში საპროცენტო განაკვეთი 100%-საც შეადგენდა.

„წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობაში მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი. ჩვენი მთავრობის დროს ჩვენსავე უშუალო ძალისხმევით არაერთხელ დაიწია, მაგრამ სესხის პროცენტი ჯერ კიდევ მაღალი იყო. რამდენიმე თვის წინ ბატონ ლევანს დავავალე ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ჩაერთნენ ზურაბ აზარაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ამ სამუშაო ჯგუფში ჩართული იყვნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.