ევროპის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას დეკემბერში დაასრულებს
ევროპის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას დეკემბერში დაასრულებს

ევროპის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის სტუმულირების პროგრამას სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაასრულებს. პროგრამის დასრულების გეგმა ბანკმა დღეს წარადგინა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

ბანკის მიხედვით, აქტივების ყოველთვიური შესყიდვის პროგრამა წლის ბოლო კვარტლის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა უფრo შენელებული ტემპით.

ე.წ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა შერბილებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ნიშნავს, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური ბანკი მთავრობის აქტივებს ყიდულობს და ამგვარად, ეკონომიკაში ფულს უშვებს.

ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანი 2011 წლის სავალო კრიზისის შემდეგ, ევროზონის ეკონომიკის წახალისება იყო. პროგრამის ფარგლებში ბანკმა უკვე 2,5 ტრილიონი ევრო დახარჯა.

ეკონომიკის სტიმულირების მიმდინარე პროგრამა სექტემბრამდე იყო დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ევროპის ცენტრალური ბანკი ყოველთვიურად ეკონომიკაში 30 მილიარდ ევროს უშვებს. თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკი, პროგრამიდან თანდათან გამოსვლას ამჯობინებ. ბანკი პროგრამას დეკემბერში დაასრულებს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ევროზონის ეკონომიკა უკვე საკმოდ კარგ მონაცემებს აჩვენებს და დროა მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდეს.